Saturday, May 2, 2020

როგორ გავხდე ჩემპიონი?! (ცეკვის ფსიქოლოგია)




                  როგორ გავხდე ჩემპიონი?! 

                       (ცეკვის ფსიქოლოგია)


ფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკას,ქცევას და მის მთლიან პიროვნებას.

რისთვის არის  ცეკვის ფსიქოლოგია?

  •  ცეკვის ფსიქოლოგია არის შეჯიბრებამდე ნერვიულობის და მასთან დაკავშირებული ცეკვის შეცდომების და შესრულების პრობლემების გადაჭრა.
  • ეს არის ვარჯიშის  და შეჯიბრზე გამოსვლის უნარი საკუთარი თავის და  პარტნიორის.
  • ეს არის უნარი ცეკვის  ტექნიკური ელემენტების შესრულების ემოციურად და მხატვრულად.
  • ეს არის მოცეკვავეების  იმიჯის  შექმნა , მათ მიერ შესრულებული ვარიაციების  განვითარება.
  • სამსახიობო ოსტატობის ფლობა და განვითარება.
  • ცეკვის ინფორმაციის ადვილად აღქმა და ათვისება.
  • ცეკვის პრობლემების გადაჭრა ინდივიდუალურად და პარტნიორთან.



ზოგადად მიღებულია,რომ იმისათვის,რომ სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში გახდე ჩემპიონი, საკმარისია მხოლოდ ნიჭი, კარგი პარტნიორი  და  ფული.
თუმცა ეს სიცრუეა რადგან,მათაც კი, ვისაც ეს სამივე რამ აქვს, ზოგჯერ ისინი ისეთი წინააღმდეგობებს და სირთულეებს ხვდებიან, რის გამოც ვერასოდეს აღწევენ წარმატებას.
იმისთვის რომ გახდეთ ჩემპიონები საჭიროა მტკიცე ხასიათი,რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ყველანაირ სირთულეებს და უნდა დაისახოთ სწორი რაციონალური მიზანი და სურვილი იმ საქმიანობის რომელსაც ეწევით.პირველ რიგში უნდა იყოთ თქვენი საქმის პროფესიონალები და  მიზეზი რატომაც ხართ ამ საქმიანობით დაკავებული შეიძლება  იყოს მრავალი, მაგრამ ყველაზე მნიშვლეოვანი არის ის,რომ უნდა გიყვარდეთ და გსიამოვნებდეთ ის რასაც აკეთებთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის.ამ ყველაფერთან ერთად თქვენ უნდა გესმოდეთ ყველაზე მთავარი,რომ თქვენს წარმატებას  განსაზღვრავს,თქვენი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი იმ საქმიანობის მიმართ, რომლითაც ხართ დაკავებული და ეს ეხება არა მხოლოდ ცეკვას, არამედ ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელშიც არსებობს შესაძლებლობა გახდეთ უკეთესი  თქვენს კოლეგებთან და კონკურენტებთან შედარებით.



ემდეგი რაც მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისთვის ეს არის თვქენი პროფესიონალიზმი ცეკვაში
თუ თვქვენ ცეკვა გინდათ მხოლოდ მაშინ,როდესაც ამის განწყობა გაქვთ ან მაშინ როდესაც თვქენ თავს გინდათ მიანიჭოთ მხოლოდ სიამოვნება ცეკვით და მარტო ამ მიზეზით მიდიხართ დარბაზში სავარჯიშოდ მაშინ უნდა გესმოდეთ,რომ ეს პროფესიონალიზმი არ არის,ეს არის სამოყვარულო მიდგომა საქმის მიმართ ანუ ჰობი.
თუ თვქენ გაიგებთ  რაიმე წარმატების საიდუმლოს და ფიქრობთ,რომ მხოლოდ ამით აჯობებთ თვქენს კონკურენტებს და დაიწყებთ ვარჯიშს შეუჩერებლად არასწორი განრიგით,მწვრთნელის გარეშე და ორგანიზმის არასწორი დატვირთვით  ეს არ ნიშნავს პროფესიონალიზმს ამას უკვე ენთუზიაზმი ჰქვია და  ეს ყველაფერი შეიძლება ცუდათ აისახოს თქვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
პროფესიონალიზმი ეს არის მკაფიო  განრიგი თქვენი მიზნების მისაღწევად, თქვენი სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესებით, ფიზიკური ვარჯიშებით, თქვენი ინფორმაციის მიღების და გააზრების რეალური შესაძლებლობებით, პლასტიკური შესაძლებლობებით და მისი განვითარებით, ფინანსებითა და თქვენი საყვარელი ადამიანების  მხარდაჭერით.ეს არის თვქენი სტაბილურობა საქმიანობის მიმართ და ფსიქოლოგიური მზად ყოფნა წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში.



იმისათვის, რომ გახდეთ ჩემპიონი, გარდა მონდომების და სურვილისა, აუცილებელია :

         შეუპოვარი თავდადება,ეფექტური და წარმატებული ვარჯიშის უნარი
         სტაბილური საქმიანი ურთიერთობა მეწყვილესთან
         ფსიქოლოგიური უნარი გაუმკლავდე კონკურენციას
         მიზნის დასახვა და უნარი რაციონალურად გამოიყენო ძალა,დრო,ენერგია,ფინანსური სახსრები,აზროვნება და ა.შ
         ჰარმონია პროფესიონალურ და პირად ცხოვრებაში
         არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი რთულ სიტუაციებში
         უნარი შეიქმნა ფსიქოლოგიურად დადებითი აურა ცეკვაში
         მოგების და წაგების უნარი
         ნდობა შენი მწვრთნელის მიმართ
         კონკურენტების დაფასება და პატივისცემა

გჯეროდეთ საკუთარი თავის, გიყვარდეთ თქვენი საქმე  არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ დაამტკიცოთ რამე თვქენთვის ან ვინმესთვის,არამედ  იმიტომ,რომ იყოთ ერთგული მისადმი ისევე როგორც საკუთარი თავის მიმართ მიუხედავათ იმისა ხართ თუ არა ჩემპიონი.

                                 #ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

ჩემპიონებად არ იბადებიან.
ჩემპიონები ხდებიან!
 ყველაფერი შესაძლებელია!


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/




No comments:

Post a Comment