Sunday, April 12, 2020

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ისტორია


სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ისტორია


სამეჯლისო ცეკვები წარმოიშვა ევროპაში შუა საუკუნეებში,რომელსაც ძირითადად ცეკვავდნენ სამეფო და სხვადასხვა წვეულებების სამეჯლისო დარბაზებში.
ევროპის ისტორიის მრავალმა ეპოქამ ეს ცეკვები ძალიან შეცვალა და ევროპული კულტურული განვითარების განმავლობაში, სხვადასხვა ეთნიკურმა წყარომ,ისევე როგორც პროფესიულმა ცეკვამ,რომელთაგან ზოგი ხალხური წარმოშობისაა დიდი გავლენა მოახდინა მასზე.

XX საუკუნის 1920-იან წლებში ინგლისში ცეკვის მასწავლებელთა საიმპერატორო საზოგადოების ქვეშ (Imperial Society of Teachers of Dancing)შეიქმნა სამეჯლისო ცეკვების სპეციალური საბჭო,სადაც ინგლისელმა ცეკვის მასწავლებლებმა სტანდარტიზირება მოახდინეს იმ დროისთვის ცნობილი ყველა ცეკვის ფიგურების და წესების,რის შედეგადაც წარმოიქმნა მრავალი ახალი ცეკვა,რამაც ხელი შეუწყო სამეჯლისო ცეკვების განვითარებას და დაიწყო მრავალი შეჯიბრებების ჩატარება.

ერთ-ერთი ყველაზე პირველი და პრესტიჟული შეჯიბრი სამეჯლისო ცეკვებში არის ბლექპულის ცეკვის ფესტივალი (Blackpool Dance Festival),რომელიც ტარდება ინგლისში,ქალაქ ბლექპულში 1920წ-დან.

თავდაპირველად სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში შედიოდა მხოლოდ ევროპული ცეკვები და უკვე შემდგომ,აფრიკული და ლათინო ამერიკული მუსიკის და ცეკვის კულტურამ განაპირობა ის,რომ 1930-იან და 1950-იან წლებში სტანდარტული სამეჯლისო ცეკვების რიცხვი გაიზარდა და დაემატა ლათინო-ამერიკული ცეკვები.

ამ ყველაფერმა განაპირობა  სამეჯლისო ცეკვების 
პოპულარობა მთელს მსოფლიოში,რის საფუძველზეც XX საუკუნის ნახევარში შეიქმნა არა ერთი ცეკვის ორგანიზაცია და სამეჯლისო ცეკვები  ნელნელა განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც  სპორტულ ცეკვებად,რის შედეგადაც გაჩნდა 10 საკონკურსო ცეკვა,რომელიც დაიყო სხვადასხვა კატეგორიების პროგრამით,ევროპული ცეკვები(Ballroom ან Standard)და ლათინო ამერიკული ცეკვები(Latin).



დღესდღეობით,შეჯიბრებები ასევე ტარდება სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის პროგრამით: 

ევროპული ცეკვები(Standard);ლათინო-ამერიკული ცეკვები(Latin);ათი ცეკვა(10dance);ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების შოუ(Showdance);ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების ანსამბლი(Formation).
  • ევროპული ცეკვების პროგრამა: სტანდარტი(Standard)
ნელი ვალსი(Waltz:28-29bpm,3/4time).
ტანგო(Tango:30-32bpm,2/4time).
ვენური ვალსი(Viennese Waltz:58-60bpm,3/4time).
ფოქსტროტი(Foxtrot:28-30bpm,4/4time).
ქვიქსტეპი(Quickstep:50-52bpm,4/4time).

  •  ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამა: ლათინი(Latin)
ჩა-ჩა-ჩა(Cha-cha-cha:30-32bpm,4/4time).
სამბა(Samba:48 -50bpm,2/4time).
რუმბა(Rumba:24 -26bpm,4/4time).
პასა დობლი(Paso Doble:58 -60bpm,2/4time).
ჯაივი(Jive:42 -44bpm,4/4time).

                                     


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/


#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

No comments:

Post a Comment