Sunday, April 19, 2020

ბლექპულის ცეკვის ფესტივალი (Blackpool Dance Festival)


          

                                          ბლექპულის ცეკვის ფესტივალი

                                     (Blackpool Dance Festival)


ბლექპულის ცეკვის ფესტივალი არის საერთაშორისო მნიშვნელობის მსოფლიოში პირველი და ყველაზე ცნობილი სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი, რომელიც ტარდება ინგლისში,ქალაქ ბლექპულში 1920 წლიდან.ფესტივალი ტარდება ბლექპულის უძველეს ხელოვნების და გასართობ კომპლექსში სახელწოდებით "ვინთერ გარდენს"-ი(Winter Gardens),კერძოდ მასში არსებულ ისტორიულ დარბაზში "ემპრეს ბოლრუმ"-ში(Empress Ballroom).


ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის "ვინთერ გარდენს"-ის(Winter Gardens) მუსიკალურ დირექტორ ჰარი ვუდს(Harry Wood),რომელიც იმ დროისთვის უკვე ატარებდა სხვადასხვა ცეკვის ღონისძიებებს  "ემპრეს ბოლრუმ"-ის(Empress Ballroom)დარბაზში.პირველი ბლექპულის ფესტივალი ჩატარდა 1920 წელს სადაც მხოლოდ იმ დროისთვის სამეჯლისო ცეკვების 3 ცეკვაში გაიმართა შეჯიბრება,თანმიმდევრობის(Sequence)ცეკვის სტილის პროგრამით და ეს ცეკვები იყო ნელი ვალსი(Waltz),ორი ნაბიჯი(Two Step),ფოქსტროტი(Foxtrot). შეჯიბრი გაიმართა ცალცალკე ცეკვაში და გამოვლინდა გამარჯვებული წყვილები,ეს ტრადიცია და ფორმატი დღემდე შემორჩა ფესტივალს.

1929 წლის ივნისში დაიწყო ბლექპულის ცეკვის ფესტივალის აღორძინება,როდესაც ღონისძიების პროგრამით უკვე შედიოდა პროფესიონალური და სამოყვარულო ჩემპიონატები, ვეტერანთა ვალსის შეჯიბრი, პლიუს ორიგინალური თანმიმდევრობის ცეკვა. ფესტივალის მთავარი მსაჯი და  თავმჯდომარე გახლდათ  ფილიპ რიჩარდსონი( Phillip J. S. Richardson) რომელიც იყო შეუცვლელი 1960 წლამდე.იგი ასევე იყო ფესტივალის ორგანიზატორი და მსაჯთა კოლეგიის საბჭოს დავმჯდომარე რომელიც ჩამოყალიბდა 1930 წელს.ამ ხნის განმავლობაში ბლექპულის ცეკვის ფესტივალმა ხელი შეუწყო სამეჯლისო ცეკვების განვითარებას და სახელი გაითქვა მთელს ინგლისში და საზღვრებს გარეთ.

1931 წელს ფესტივალზე მონაწილე მოცეკვავეების რაოდენობამ იმატა და ჩატარდა უკვე გრანდიოზული სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი ,ამ შეჯიბრში გამარჯვებულებმა მოცეკვავე წყვილებმა მოიპოვეს უფლება შემდეგ ბლექპულის ფესტივალის შეჯიბრზე გამოეტოვებინათ შესარჩევი ეტაპი  და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა ფესტივალს.მოგვიანებით 1937 წელს ბლექპულში შემოტანალი იქნა მოცეკვავე წყვილების შეფასების ახალი სისტემა სახელწოდებით სკეიტინგ სისტემა(Skating System),რამაც გაამარტივა მრავალრიცხოვანი შეჯიბრი მოცეკვავეებს შორის და გახადა უფრო ობიექტური,ეს სისტემა დღესაც გამოიყენება ბლეკპულში და მთელს მსოფლიოში სამსაჯოთ.

1950 წლიდან ბლექპულის ცეკვის ფესტივალი აგრძელებდა მონაწილეების ზრდას და მატებას საერთაშორისო მაშტაბით.იმ დროისთვის შეჯიბრებებში უკვე შედიოდა:ინგლისის ჩრდილოეთით სამოყვარულო და პროფესიონალური ჩემპიონატები(North of England Amateur and Professional Championships);ბრიტანეთის სამოყვარულო და პროფესიონალური სამეჯლისო ჩემპიონატები(the British Amateur and Professional Ballroom Championships);პროფესიონალური საგამოფენო ცეკვის კონკურსი(Professional Exhibition Dancing Competition) და ანსამბლური ფორმაციის შეჯიბრი(Ballroom Formation Dancing Competition).
ლათინო-ამერიკული ცეკვების შემოღებამ უდიდესი გავლენა მოახდინა სამეჯლისო ცეკვების სამყაროზე და უკვე 1961 წელს ბლექპულის ცეკვის ფესტივალის ისტორიაში გაიმართა პირველი  შეჯიბრი ლათინო ამერიკულ ცეკვების პროგრამით.მოგვიანებით 1968 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრი ქვეყნებს შორის სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბრიტანეთის და გერმანიის ნაკრები გუნდები შემდგომ წლებში დაემატა შეჯიბრებას სხვა ქვეყნის გუნდებიც.ამ ფორმატის სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი ფესტივალზე ტრადიციულად  დღემდე გრძელდება.
ბლექპულის ცეკვის ფესტივალი ტარდება სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა პროგრამის კატეგორიებში,კერძოდ ევროპული ცეკვების და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით შემდეგ კატეგორიებში : 21 წლამდე ასაკი(Under21),სენიორები(Senior),ამომავალი ვარსკვლავი  მოყვარულები(Amateur Rising Star ),ამომავალი ვარსკვლავი პროფესიონალები(Professional Rising Star), მოყვარულები(Amateur),პროფესიონალები( Professional)და გუნდური შეჯიბრი ქვეყნებს შორის(Team match).
ბლექპულის ცეკვის ფესტივალი ასევე არის ყველაზე დიდი სამეჯლისო ცეკვების კონკურსი ისტორიაში რომლის შედეგიც დაფიქსირდა 2013 წელს,სადაც 2953 წყვილმა მიიღო მონაწილეობა 60 ქვეყნიდან.

ბლექპულის ცეკვის ფესტივალი პატარებში იმართება მთავარ შეჯიბრზე ერთი თვით ადრე,ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით უმცროს ასაკში(Junior) და თანმიმდევრობის ცეკვის სტილით დიდებში(sequence).
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორები სხვადასხვა წლებში გახლავთ;
ბანი ჰეივარდი(Bunny Hayward),ფილიპ რიჩარდსონი(P.J.S Richardson),იდა ილეტი(Ida Ilett),ბილ ფრენცისი (Bill Francis), ჯილიან მაკენზი(Gillian MacKenzie),სანდრა ვილსონი(Sandra Wilson).

ფესტივალის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული მოცეკვავე წყვილები პროფესიონალებს შორის გახლავთ;
ევროპული ცეკვების პროგრამით:
რიჩარდ და ჟანეტ გლივი ,ინგლისი (Richard Gleave & Janet Gleave ,England)1973-1978,1980,1981.


არუნას ბიზოკასი და კატუშა დემიდოვა,აშშ (Arunas Bizokas & Katusha Demidova,USA) 2010-2016,2018.


მარკუს და კარენ ჰილტონი(Marcus & Karen Hilton,England)1990,1992,1994-1998.





ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით:


ბრაიან ვატსონი და კარმენი(Brayan Watson & Carmen,Germany)2000,2001-2007.






მიხაილ მალიტოვსკი და ჯოანა ლეუნისი,პოლონეთი(Michael Malitowski & Joanna Leunis ,Poland) 2008-2015


დონი ბიორნსი და გეინორ ფეირვეზერი (Donnie Burns & Gaynor Fearweather,Scotland)1984-1988,1990.




ფესტივალის ისტორიაში პირველი გამარჯვებული მოცეკვავე წყვილები პროფესიონალებს შორის გახლავთ:
ევროპული ცეკვების პროგრამით:
1931 მაქსველ სტიუვარდი და პატ სიკისი,ინგლისი(Maxwell Stewart & Pat Sykes ,England)
ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით:
1962 ვალტერ და მარიან კაისერი ,შვეიცარია(Walter Kaiser & Marianne Kaiser Switzerland).


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/

#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი


No comments:

Post a Comment