Walter William Laird
ვოლტერ უილიამ ლეირდი
(1920 – 2002)
ვოლტერ ლეირდი იყო ინგლისელი პროფესიონალი მოცეკვავე,მწვრთნელი და ავტორი,რომელმაც დიდი გავლენა
მოახდინა ლათინო-ამერიკული ცეკვების განვითარებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi8o4enUvFNKIH_9hnG4oEBJobp-dfTMHBYCLP-JdxiJTzUTh2zVSgCZF6iiyZ8nFzBs9qdlZvFYIy1GnnD02VPyjNX0Lx-TMRqc3PED1InUWUA10Sp_z2HuJDn_U4vC-NLg-OSGOVR_VEq/s200/laird.jpg)
ვოლტერ ლეირდი იყო ცეკვის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და გამომცდელი,რომელმაც შეიმუშავა ლათინო-ამერიკული ცეკვების უნიკალური ტექნიკა და შემოიტანა თანამედროვე სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
თავდაპირველად,
ლეირდმა თავის წიგნში
გამოიყენა ტრადიციული ფორმატი ფიგურების აღწერისთვის, მაგრამ 1972 წელს წიგნში მან გამოაქვეყნა ლათინური ცეკვების ფართომაშტაბიანი ანალიზის შედეგები და
მათი გაგების გასაადვილებლად მან დაიწყო ფიგურების მახასიათებლების ცხრილების გამოყენება.
ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა საცეკვაო სამყაროზე და მას შემდეგ იგი გახდა ერთ-ერთი
საფუძველი , რომელსაც ბევრი ცეკვის მასწავლებლის და ორგანიზაციის მიერ იქნა მიღებული
და აღიარებული როგორც საერთაშორისო სამეჯლისო სპორტული ცეკვების სახელმძღვანელო.
ვოლტერ ლეირდი მრავალი
წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი იყო მათ შორის:
დონი
ბიორნსი(Donnie Burns),გეინორ ფეირვეზერი(Gaynor Fairweather),ესპენ
სალბერგი(Espen Salberg),იუკა ჰაპალაინენი(Jukka Haapalainen),სირპა სუტარი(Sirpa
Suutari),ალან თორნსბერგი(Allan Tornsberg),ვიბეკა ტოფტი(Wiebeck Toft)და სხვა
მრავალი წარმატებული მოცეკვავეების.
https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/
#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი
#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი
No comments:
Post a Comment