Monday, May 11, 2020

ტოპ 10 ყველაზე ტიტულოვანი პროფესიონალი მოცეკვავე ლათინურ ცეკვებში (Top 10 most titled Latin dance champions)

ტოპ 10 ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი  პროფესიონალი მოცეკვავე წყვილები სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში!

გთავაზობთ,უნიკალურ ტოპ ათეულს,რომელიც შედგა ბოლო 50 წლის მანძილზე დაფიქსირებული ისტორიული შედეგებით და რომელიც გამოთვლილია მსოფლიოს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებების( Word Championship,Blackpool Dance Festival,Uk Open Championship)მოგების რაოდენობის მიხედვით,პროფესიონალ წყვილებს შორის სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
ტოპ 10 ყველაზე ტიტულოვანი  პროფესიონალი  მოცეკვავე წყვილები ლათინო ამერიკულ ცეკვებში:

10

Hans-Reinhard Galke & Bianca Schreiber , Germany
ჰანს გალკი და ბიანკა შრაიბერი,გერმანია
გალკა და ბიანკა გახლდათ  გერმანიის  და მსოფლიოს გამორჩეული მოცეკვავე წყვილი. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამყაროში,მათ სამუდამოდ დატოვეს თავისი სახელი როგორც ყველაზე ქარიზმატიულმა წყვილმა.ამჟამად ისინი არიან წარმატებული მასწავლებლები,მსაჯები და ორგანიზატორები.
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო/Word Championship:   1   (1997)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:   0   ()
სამეფო ღია/Uk Open Championship:   0   ()
სულ/Overall:   1


9

Peter Maxwell & Lynn Harman , England
პიტერ მაქსველი და ლინ ჰარმანი , ინგლისი
პეტერი და ლინი არის ძველი ეპოქის წარმომადგენელი არაჩვეულებრივი წყვილი ლათინო ამერიკულ ცეკვების პროგრამით,რომლებმაც ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს თავისი კარიერის განმავლობაში.პიტერმა მოგვიანებით შექმნა საოცარი ცეკვის დასი,რომელიც ძალიან წარმატებული გახდა ინგლისში და მთელს ბრიტანეთში.
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო Word Championship:   1   (1976)
ბლექპული Blackpool Dance Festival:   2   (1976,1978)
სამეფო ღია Uk Open Championship:   1   (1977)
სულ Overall:   4


8
Jukka Haapalainen & Sirpa Suutari , Finland
იუკა ჰაპალაინენი და სირპა სუტარი,ფინეთი

იუკა და სირპა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოცეკვავე წყვილი სამეჯლისო ცეკვების ისტორიაში.მათ გააჩნდათ არაჩვეულებრივი შესრულების სტილი და კლასიკური ლათინო ამერიკული ცეკვების ტექნიკური შესრულების მანერა.მიუხედავათ იმისა რომ მხოლოდ მრავალ გზის ვიცე ჩემპიონები იყვნენ  მსოფლიო ჩემპიონატის მათ მოახერხეს სხვა მნიშვნელოვანი ჩემპიონატებზე გამარჯვება და გახდნენ ძალიან ტიტულოვანი პროფესიონალი მოცეკვავე წყვილი ლათინო ამერიკულ ცეკვებში.
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო Word Championship:   0   ()
ბლექპული Blackpool Dance Festival:   4   (1997-1999,2001)
სამეფო ღია Uk Open Championship:   1   (1999)
სულ Overall:   5


7
Sammy Stopford & Barbara McColl,England
სემი სტოპფორდი და ბარბარა მაკკოლი,ინგლისი

ინგლისელი მოცეკვაკე წყვილი პროფესიონალებს შორის,რომლებიც იყვნენ პრესტიჟული ჩემპიონატების მრავალ გზის ჩემპიონები,მათ ძალიან ძლიერ ეპოქაში მოუწიათ ცეკვა და კონკურენცია საცეკვაო ასპარეზზე თუმცა მიუხედავათ ამისა შეძლეს და მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებებს თავის ცეკვის კარიერის განმავლობაში.
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო Word Championship:   0   ()
ბლექპული Blackpool Dance Festival:   3   (1991-1992,1994)
სამეფო ღია Uk Open Championship:   3   (1991-1992,1994)
სულ Overall:   6


6

Espen & Kirsten Salberg,Norway
ესპენ და კირსტენ სალბერგი

ესპენ და კირსტენ სალბერგი გახლდათ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნორვეგიელი მოცეკვავე წყვილი რომლებმაც შეძლეს და სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამყაროში დაიპყრეს უმაღლესი მწვერვალი,მათ მოიგეს მნიშვნელოვანი მსოფლიო დონის შეჯიბრებები,ამჟამად ესპენ სალბერგი ითვლება საუკეთესო ცეკვის მასწავლებლად მთელს მსოფლიოში რომელმაც უკვე აღზარდა 20-ზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი. 
მსოფლიო Word Championship:   2   (1982-1983)
ბლექპული Blackpool Dance Festival:   2   (1981-1982)
სამეფო ღია Uk Open Championship:   2   (1982-1983)
სულ Overall:   6


5

Alan & Hazel Fletcher , England
ალან და ჰაიზელ ფლეტჩერი
ალან და ჰეიზელ ფლეტჩერები არიან  ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე წყვილი,რომლებიც არიან ძველი ეპოქის წარმომადგენილები და იმ დროისთვის ყველაზე ტიტულოვანი წყვილი გახლდათ სამეჯლისო ცეკვებში,მათ ასევე დიდი წარმატებით გააგრძელეს მასწავლებლობა ცეკვაში და არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდეს და ისინი ასევე ახლა არიან ყველაზე გავლენიანი მსაჯები და გამომცდელები ცეკვაში. 
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო Word Championship:   5   (1977-1981)
ბლექპული Blackpool Dance Festival:   3   (1977,1979-1980)
სამეფო ღია Uk Open Championship:   6   (1976,1977-1981)
სულ Overall:   14


4

Riccardo Cocchi & Yulia Zagoruychenko,USA
რიკარდო კოკი და იულია ზაგორიუჩენკო ,აშშ
რიკარდო და იულია არის ყველაზე ცნობილი და პოულარული მოცეკვავე  წყვილი მთელს მსოფლიოში.მათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავთ და ისინი გახლავთ ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ყურებადი მოცეკვავე წყვილი.რიკარდო იტალიელია,ხოლო იულია რუსეთიდან  გახლავთ,მაგრამ ისინი მოღვაწეობენ და წარმოადგენენ ამერიკის შეერთებულ შტატებს.მათ შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის 10-ჯერ მოგება რაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკორდი გახლავთ სამეჯლისო ცეკვებში.
(ცეკვის სტუდია „ლათინ-ჰოლი“-ს  ფავორიტი)😊 
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship:   10   (2010,2019)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:   4   (2016-2019)
სამეფო ღია/Uk Open Championship:   4   (2016,2019)
სულ/Overall:    18


3

Michael Malitowski & Joanna Leunis,Poland
მიხაილ მალიტოვსკი და ჯოანა ლეუნისი,პოლონეთი

ეს წყვილი გახლავთ ყველაზე ტიტულოვანი ინტერნაციონალური დუეტი მოგეხსენებათ მიხაილი არის პოლონელი,ხოლო ჯოანა ბელგიელია ისინი პოლონეთის და მოგვიანებით ინგლისის სახელით ცეკვავდნენ.ისინი არიან 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წყვილი სამეჯლსიო-სპორტულ ცეკვებში,რომლებმაც მოგების რაოდენობით ბევრი რეკორდი დაამყარეს ისეთ შეჯიბრებზე,როგორიც არის ბლექპულის ჩემპიონატი და ბრიტანეთის სხვა საერთაშორისო ჩემპიონატები.ისინი ერთად ცეკვავდნენ 2002-2015 წლებში და მათი 13 წლიანი საცეკვაო კარიერა და მიღწევების რაოდენობა არის საუკეთესო სამეჯლისო ცეკვების ისტორიაში.ჯოანა ლეუნისი  8 წლის ასაკში დაავადებული იყო ლეიკემიით და წარმატებით შეძლო მისი დამარცხება იგი არის მაგალითი ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მოცეკვავეებისთვის მისი  შეუპოვარი ხასიათი და მონდომება გასაოცარია რაზეც მისი წარმატებები მეტყველებს.
მოგებული ტიტულები Won Titles:
მსოფლიო Word Championship:   2   (2008-2009)
ბლექპული Blackpool Dance Festival:   8   (2008-2015)
სამეფო ღია Uk Open Championship:   9  (2007-2015)
სულ Overall:   19


2

Bryan Watson & Carmen Vincelj,Germany
ბრაიან ვოტსონი და კარმენ ვინჩელი,გერმანია
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცეკვის ლეგენდებზე აუცილებელია ვახსენოთ ეს არაჩვეულებრივი წყვილი რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ცეკვის განვითარებაში,მათი მოღვაწეობით სამეჯლისო ცეკვების სამყაროში.ბრაიან ვატსონი გახლავთ სამხრეთ აფრიკიდან,მან თავისი ცეკვის კარიერა სწორედ იქ დაიწყო და შემდეგ მისმა წარმატებებმა მსოფლიო მოიცვა და გახდა ნამდვილი ლეგენდა ლათინო ამერიკულ ცეკვებში,ასევე კარმენი რომელმაც სამეჯლისო ცეკვები საკმაოდ გვიან დაიწყო 17 წლის ასაკში მიუხედავათ ამისა მან არნახულ წარმატებას მიაღწია.ვატსონი და კარმენი გემრანიას წარმოადგენენ და გახლავთ ამ ქვეყნის და ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოცეკვავე წყვილი.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship:   9   (1999-2007)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:   7  (2000,2002-2007)
სამეფო ღია/Uk Open Championship:   3   (1999,2001,2003)
სულ/Overall:    19


1

Donnie Burns & Gaynor Fearweather,Scotland
დონი ბიორნსი და გეინორ ფეირვეზერი,შოტლანდია
დონი და გეინორი გახლავთ არა მარტო ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით ან რაიმე  კატეგორიით ყველაზე ტიტულოვანი მოცეკვავე წყვილი,არამედ ზოგადად და პირდაპირ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოცეკვავე წყვილი სამეჯლისო ცეკვების ისტორიაში არის დონი ბიორნსი და გეინორ ფეირვეზერი.ისინი 20 წლის განმავლობაში ცეკვის შეჯიბრებებში გახლდათ დაუმარცხებლები და ამ მაჩვენებლებით შეიყვანეს გინესიის რეკორდების წიგნში(Guinness Book of Records).ისინი გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული წყვილი რომლებმაც შეძლეს და 14-ჯერ მოიგეს ეს ტიტული აქედან ბოლო ჩემპიონატი მოიგეს 1 წლის პაუზის შემდეგ რაც წარმოუდგენლად რთული გახლავთ.ისინი აგრძელებენ ახლაც მოღვაწეობას გეინორი არაჩვეულებრივი მასწავლებელი და მსაჯი გახლავთ როგორც დონი,ასევე უნდა ავღნიშნოთ დონი ბიორნსი ამჟამად  გახლავთ მსოფლიოს ცეკვის საბჭოს (WDC) პრეზიდენტი.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship:   14   (1984-1996,1998)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:   6 (1984-1988,1990)
სამეფო ღია/Uk Open Championship:   8  (1985-1990,1995-1996)
სულ/Overall:    28




#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

No comments:

Post a Comment