Sunday, April 26, 2020

სპორტული ცეკვა და შეჯიბრი(Dance Sport and Competition)

                       სპორტული ცეკვა და შეჯიბრი

                          (Dance Sport and Competition)


XX საუკუნის ბოლოს სამეჯლისო-სპორტული ცეკვებზე  ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ცვლილება,მათ შორის რა თქმა უნდა  ცეკვის პოპულარობამ,მუსიკის განვითარებამ,მასწავლებლების საავტორო შემოქმედებამ,საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმა შეჯიბრმა,რომელიც დაიხვეწა შემოღებული სხვადასხვა წესებით,რამაც სპორტული მნიშვნელობა მიანიჭა სამეჯლისო ცეკვებს და  მოგვევლინა,როგორც სპორტი. 
სხვადასხვა ცეკვის ორგანიზაციების გადაწყვეტილებით სამეჯლისო ცეკვებს სახელწოდება  სპორტი დაერთო სათაურად და დღეს უკვე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში როგორც საცეკვაო სპორტი(Dance Sport)- სახელით ან სპორტული ცეკვის(Sport Dance)-ის სახელით.

1988 წელს ავსტრალიაში ჩატარდა გამოკვლევა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავეებზე,კერძოდ უნივერსიტეტის პროფესორებმა ბლენკსბი და რედიმ ადამიანური მოძრაობისა და დასვენების კვლევების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა (Department of Human Movement and Recreation Studies,The University of Western Australia,Blanksby BAReidy PW) სამეჯლისო ცეკვის წყვილები შეაჯიბრეს ერთმანეთს,მათ აცეკვეს თავიანთი ცეკვის ვარიაციები  ლათინო ამერიკული და ევროპული ცეკვების პროგრამით. ყველა საჭირო წინასწარი ლაბორატორიული ტესტის ჩატარების შემდეგ მოცეკვავე წყვილები აცეკვეს ფინალური ტურის ხუთი ცეკვა,სადაც მიიღეს მხოლოდ 15-დან 20-მდე  წამი შესვენება თითოეულ ცეკვის შორის .ცეკვის განმავლობაში მათი გულისცემა ტელემეტრიულად აღირიცხებოდა და იწერებოდა,სადაც გამოვლინდა შემდეგი შედეგები:
 მამაკაცებში მოცეკვავეთა გულისცემის საშუალო მაჩვენებელი იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 170 დარტყმა 1 წთ-ში  და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით 168 დარტყმა 1წთ-ში(ეს შედეგი ფიქსირდება ფეხბურთელებშიც მატჩის დროს). ქალებს შორის კი გულის სცემის მაჩვენებელი იყო  ევროპული ცეკვების პროგრამით 179 დარტყმა 1წთ-ში და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით  177 დარტყმა 1წთ-ში.ასევე გამოკვლეული იქნა ენერგიის დახარჯვის რაოდენობა,სადაც მამაკაცთა სპორტსმენებისთვის ენერგიის ხარჯი  იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 54.1kJ-1წთ ;ლათინო ამერიკულ ცეკვებში 54.0kJ-1წთ(ეს შედეგი აღემატება 1წთ განმავლობაში 8-კმ სთ-ში  სიჩქარით სირბილით დახარჯულ ენერგიას). ქალების შედეგი კი იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 34.7kJ-1წთ; ლათინო ამერიკულ ცეკვებში 36.1kJ- 1წთ.ჩატარებულ ექსპერიმენტით დაფიქსირდა მამაკაცთა და ქალთა მოცეკვავე სპორტსმენთა შორის ენერგიის ხარჯვის მნიშვნელოვანი განსხვავებები.საერთოდ, მამაკაცებს უფრო მეტი ენერგიის ხარჯი აქვთ,ვიდრე თავიანთ ქალ კოლეგებს. ეს აშკარაა ორ სქეს შორის ანთროპომეტრული(სხეულის,ორგანიზმის და ფიზიკური აღნაგობის) განსხვავებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობების გამო.
სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში შეჯიბრებები ძირითადად იყოფა პროფესიონალურ   და სამოყვარულო კატეგორიებად,რომელიც რეგულირდება მსოფლიოში თითოეული ქვეყნის ორგანიზატორის მიერ საკუთარი გზით ან სხვადასხვა  მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.შეჯიბრზე ორგანიზატორების მიერ უნდა იყოს დაცული მოედნის გაფორმების და  ზომის  სწორი პარამეტრები,სადაც სტატისტიკით ყოველწლიურად დაახლოებით 30 -ზე მეტი ქვეყანა რეგულარულად ეჯიბრება ერთმანეთს,მათ შორის ყველაზე მაშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებები იმართება  დიდ ბრიტანეთში,ინგლისში.(Uk Open,Blackpool Dance Festival,International Championships).


შეჯიბრებაზე მონაწილე მოცეკვაკვეები იცავენ სხვადასხვა ცეკვის ორგანიზაციის და ასევე თვით შეჯიბრებბის კერძოდ დადგენილ წესებს,რომელიც ითვალისწინებს მოცეკვავეების ასაკობრივი კატეგორიებს,მომზადების დონის  კლასიფიცირებს,მუსიკალური გაფორმებს,ცეკვის ფიგურების შესრულებს და ცეკვის სამოსის ჩაცმულობის წესის დაცვას.

მოცეკვავეების რაოდენობის მიუხედავათ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს ფინალურ ტურამდე,სანამ გამოთვლის მიხედვით დგება ფინალი,რომელშიც როგორც წესი  1-დან 6-მდე  ან 8-მდე მოცეკვავე წყვილი უნდა იღებდეს მონაწილეობას,სადაც უკვე გამოვლინდება გამარჯვებული ნუმერაციის მიხედვით და საუკეთესო მოიპოვებს 1-საპრიზო ადგილს.
       
შეჯიბრებას მოცეკვავეებს შორის აფასებს მსაჯთა კოლეგია დადგენილი წესებით და შემდეგი კრიტერიუმებით:

დგომი(posture); მუსიკის რითმი და დრო(rythm and timing); ტერფი და ფეხის მოქმედება( foot and leg action); მუსიკალურობა და გამოხატვა(musicality and expression); ტანის განლაგება და ფორმა(body alignment and shape); იატაკზე გადაადგილება(floorcraft); პოზა(poise); პრეზენტაცია(presentation); დგომის ჩარჩო (the hold or frame)...

შეჯიბრზე მონაწილე,მოცეკვავეების ასაკობრივი კატეგორიები აღინიშნება შემდეგი სახელწოდებით:

 ბავშვები 4-7წ.(Baby); პატარები 8-11წ.(Juvenile); მოზარდები 12-15წ.(Junior); ახალგაზრდები 16-21წ.(Youth); დიდები 21წ.+(Adults); სენიორი 35წ.+(Senior); პროფესიონალები 21წ.+(Professionals).

შეჯიბრზე მონაწილე,მოცეკვავეების საგამოცდო და საკონკურსო კლასიფიციკაცია სხვადასხვა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ორგანიზაციებში ხორციელდება ეტაპობრივი განვითარების გზით  და აღინიშნება შემდეგი სახელწოდებით: 

"E,D,C,B,A,S,M" და "Bronze,Silver,Gold,Gold Star,PreChamp,Champ,World".






#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

No comments:

Post a Comment