გთავაზობთ,უნიკალურ ტოპ ათეულს,რომელიც შედგა ბოლო 50 წლის მანძილზე დაფიქსირებული
ისტორიული შედეგებით და
რომელიც გამოთვლილია მსოფლიოს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი
შეჯიბრებების( Word Championship,Blackpool Dance Festival,Uk Open Championship)მოგების
რაოდენობის მიხედვით,პროფესიონალ წყვილებს შორის სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
ტოპ 10 ყველაზე
ტიტულოვანი პროფესიონალი მოცეკვავე წყვილები ევროპულ ცეკვებში:
10
Augusto Schiavo & Caterina Arzenton , Italy
ავგუსტო სკიავო და კატერინა არძენტონი ,იტალია
ავგუსტო და კატერინა გახლდათ ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული მოცეკვავე წყვილი პროფესიონალებს შორის,რომლებმაც წყვილში მცირე დროის განმავლობაში მიაღწიეს ცეკვაში
დიდ წარმატებას ევროპული ცეკვების (სტანდარტი) კატეგორიაში.რამოდენიმე წლის განმავლობაში
ერთად ცეკვის დროს ,მათ მოიგეს მრავალი ტიტული,როგორც
იტალიაში ასევე მთელს მსოფლიოში.
მსოფლიო/Word Championship: 1 (2000)
ბლექპული/Blackpool Dance Festival: 0 (0)
სამეფო ღია/Uk Open Championship: 1
(2001)
სულ/Overall: 2
9
John Wood & Anne Lewis , England
ჯონი ვუდი და ანა ლიუსი,ინგლისი
ჯონი და ანა გახლავთ ინგლისელი
წყვილი,რომლებმაც თავის დროზე ძალიან ძლიერ
კონკურენციაში შეძლეს და გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები პროფესიონალებს შორის.მიუხედავათ
ჯონის ფიზიკური აღნაგობის,მისი დიდი სიმაღლის ფონზე ეს წყვილი გახლდათ
ძალიან დინამიური და ტექნიკური.
მსოფლიო/Word
Championship: 1 (1989)
ბლექპული/Blackpool
Dance Festival: 3 (1989,1991,1993)
სამეფო ღია/Uk Open
Championship: 1 (1990)
სულ/Overall: 5
8
Christopher Hawkins & Hazel Newbury , England
ქრისტოფერ ჰოვკინსი და ჰეიზელ ნიუბერი,ინგლისი
ქრისტოფი და ჰეიზელი გახლდათ ნამდვილი ინგლისური სტილის მოცეკვავე წყვილი,მათ ძალიან
წარმატებული ცეკვის კარიერა ჰქონდათ,მათ 3-ჯერ მოიგეს მფოსფლიო ჩემპიონის ტიტული
და მოგვიანებით კი ჰეიზელი ნიუბერი დაჯილდოვებული იქნა ბრიტანეთის იმპერიის
ორდენით,დამსახურებული წარმატებისთვის ხელოვნების დარგში.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 3 (2002-2004)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:
2 (2003-2004)
სამეფო ღია/Uk Open Championship:
1 (2004)
სულ/Overall: 6
7
Luca & Loraine Baricchi , England
ლუკა და ლორეინ ბარიჩი,ინგლისი
ლუკა და ლორენი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მოცეკვავე წყვილი და
მასწავლებელი სამეჯლისო ცეკვებში.ეს უნიკალური და ინტერნაციონალური წყვილი
არის მსოფლიოს და მრავალი საერთაშორისო
ჩემპიონატების გამარჯვებული.ლუკა გახლავთ იტალიელი ხოლო ლორენი კი ირლანდიელი,რომლებიც
წარმოადგენდნენ და ცეკვავდნენ ინგლისის სახელით.
(ცეკვის სტუდია „ლათინ-ჰოლი“-ს
ფავორიტი)😊
მსოფლიო/Word
Championship: 2 (1999,2001)
ბლექპული/Blackpool Dance
Festival: 3 (1999-2001)
სამეფო ღია/Uk Open
Championship: 2 (1999,2001)
სულ/Overall: 7
6
Stephen & Lindsay Hillier , England
სტეფენი და ლინდსი ჰილერი,ინგლისი
ინგლისელი პროფესიონალი მოცეკვავე წყვილი რომლებმაც მოიგეს თითქმის
ყველა ტიტული მთელს მსოფლიოში სამეჯლისო ცეკვებში.ისინი ახლა აგრძელებენ
მოღვაწეობას სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში როგორც ცეკვის მასწავლებლები,მსაჯები და
ორგანიზატორები.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 3 (1986-1988)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:
4 (1986-1989)
სამეფო ღია/Uk Open Championship: 4 (1986-1989)
სულ/Overall: 11
5
Mirko Gozzoli & Alessia Betti , Italy
მირკო გოცოლი და ალესია ბეტი,იტალია
მირკო და ალესია არის საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი იტალიელი
მოცეკვავე წყვილი პროფესიონალებს შორის ევროპული ცეკვების პროგრამით,რომლებიც
ერთად ცეკვავდნენ 20 წლის მანძილზე(1989-2009) და მოიგეს ყველა პრესტიჟული
შეჯიბრება სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 4 (2005-2008)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:
4 (2006-2009)
სამეფო ღია/Uk Open Championship:
4 (2006-2009)
სულ/Overall: 12
4
Michael & Vicky Barr , England
მაიკლი და ვიკი ბარი,ინგლისი
მაიკლი და ვიკი ბარი გახლდათ
ნამდვილი ინლგისური ცეკვის ტრადიციების გასაოცარი და მომხიბლავი მოცეკვავე წყვილი,მათ
რამდენჯერმე მოიგეს პრესტიჟული ცეკვის ჩემპიონატები და ისინი გახლდნენ სამეჯლისო ცეკვის ტრადიციების მკაცრად
მიმდევარი მოცეკვავე წყვილი.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 5 (1981-1985)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:
6 (1979,1982-1985)
სამეფო ღია/Uk Open Championship:
4 (1979,1983-1985)
სულ Overall: 15
3
Richard & Janet Gleave , England
რიჩარდი და ჟანეტ გლივი,ინგლისი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე წყვილი სამეჯლისო ცეკვების
ისტორიაში.ისინი არიან თავის დროზე ბლექპულის ცეკვის ფესტივალის და მსოფლიოს
ჩემპიონატის რეკორდსმენები რომლებმაც 8-ჯერ მოიგეს ეს შეჯიბრი.ამ ჟამად ისინი
მოღვაწეობენ როგორც ცეკვის მასწავლებებლები და მსაჯები.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 8 (1973-1980)
ბლექპული/Blackpool Dance Festival:
8 (1973-1978,1980-1981)
სამეფო ღია/Uk Open Championship:
7 (1974-1978,1980-1981)
სულ/Overall: 23
2
Marcus & Karen Hilton , England
მარკუს და კარენ ჰილტონი,ინგლისი
მარკუსი და კარენი ინგლისელი წყვილი რომლებმაც სამუდამოდ დატოვეს
თავისი გვარი სამეჯლისო ცეკვების ისტორიაში. „ჰილტონი“ ეს გვარი არის ნამდვილი
ბრენდი ცეკვის სამყაროში ნამდვილი ცოცხალი ლეგენდარული წყვილი სამეჯლისო ცეკვების
ისტორიაში,ალბათ არ მოიძებნებე პიროვნება ცეკვის სამყაროში ვინც მათ შესახებ არ
იცის,ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოცეკვავეები და ასევე მათ ერგოთ ბრიტანეთის საპატიო ჯილდო ხელოვნების დარგში. ბრიტანეთის იმპერიის ორდენი MBE (Most Excellent Order of
the British Empire)
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 9 (1990-1998)
ბლექპული/Blackpool Dance Festival: 7 (1990,1992,1994-1998)
სამეფო ღია/Uk Open Championship: 8 (1991-1998)
სულ/Overall: 24
1
Arunas Bizokas & Katusha Demidova , USA
არუნას ბიზოკასი და კატუშა დემიდოვა,აშშ.
ჩვენი რეიტინგის ნომერი 1 მოცეკვავე
წყვილი,საუკეთესოებს შორის საუკეთესო და ყველა დროის ყველაზე მეტჯერ მსოფლიო
ჩემპიონატის და ასევე ბლექპულის ცეკვის ფეტსივალის გამარჯვებული.ისინი გახლავთ ინტერნაციონალური დუეტი და
წარმოადგენენ ამერიკის შეერთებულ შტატებს.მათ
თავიანთი დიდი ხნის ცეკვის კარიერა
შეჯიბრებებში დაამთავრეს 2019 წელს და დიდი წვლილი შეიტანეს ცეკვის განვითარებაში
მათი კარიერის განმავლობაში და იქცნენ ცეკვის ცოცხალ ლეგენდებად.
მოგებული ტიტულები/Won Titles:
მსოფლიო/Word Championship: 10 (2009-2018)
ბლექპული/Blackpool Dance Festival: 8 (2010-2016,2018)
სამეფო ღია/Uk Open Championship: 8 (2011-2018)
სულ/Overall: 26
#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი
No comments:
Post a Comment