Sunday, April 26, 2020

სპორტული ცეკვა და შეჯიბრი(Dance Sport and Competition)

                       სპორტული ცეკვა და შეჯიბრი

                          (Dance Sport and Competition)


XX საუკუნის ბოლოს სამეჯლისო-სპორტული ცეკვებზე  ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ცვლილება,მათ შორის რა თქმა უნდა  ცეკვის პოპულარობამ,მუსიკის განვითარებამ,მასწავლებლების საავტორო შემოქმედებამ,საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმა შეჯიბრმა,რომელიც დაიხვეწა შემოღებული სხვადასხვა წესებით,რამაც სპორტული მნიშვნელობა მიანიჭა სამეჯლისო ცეკვებს და  მოგვევლინა,როგორც სპორტი. 
სხვადასხვა ცეკვის ორგანიზაციების გადაწყვეტილებით სამეჯლისო ცეკვებს სახელწოდება  სპორტი დაერთო სათაურად და დღეს უკვე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში როგორც საცეკვაო სპორტი(Dance Sport)- სახელით ან სპორტული ცეკვის(Sport Dance)-ის სახელით.

1988 წელს ავსტრალიაში ჩატარდა გამოკვლევა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავეებზე,კერძოდ უნივერსიტეტის პროფესორებმა ბლენკსბი და რედიმ ადამიანური მოძრაობისა და დასვენების კვლევების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა (Department of Human Movement and Recreation Studies,The University of Western Australia,Blanksby BAReidy PW) სამეჯლისო ცეკვის წყვილები შეაჯიბრეს ერთმანეთს,მათ აცეკვეს თავიანთი ცეკვის ვარიაციები  ლათინო ამერიკული და ევროპული ცეკვების პროგრამით. ყველა საჭირო წინასწარი ლაბორატორიული ტესტის ჩატარების შემდეგ მოცეკვავე წყვილები აცეკვეს ფინალური ტურის ხუთი ცეკვა,სადაც მიიღეს მხოლოდ 15-დან 20-მდე  წამი შესვენება თითოეულ ცეკვის შორის .ცეკვის განმავლობაში მათი გულისცემა ტელემეტრიულად აღირიცხებოდა და იწერებოდა,სადაც გამოვლინდა შემდეგი შედეგები:
 მამაკაცებში მოცეკვავეთა გულისცემის საშუალო მაჩვენებელი იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 170 დარტყმა 1 წთ-ში  და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით 168 დარტყმა 1წთ-ში(ეს შედეგი ფიქსირდება ფეხბურთელებშიც მატჩის დროს). ქალებს შორის კი გულის სცემის მაჩვენებელი იყო  ევროპული ცეკვების პროგრამით 179 დარტყმა 1წთ-ში და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით  177 დარტყმა 1წთ-ში.ასევე გამოკვლეული იქნა ენერგიის დახარჯვის რაოდენობა,სადაც მამაკაცთა სპორტსმენებისთვის ენერგიის ხარჯი  იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 54.1kJ-1წთ ;ლათინო ამერიკულ ცეკვებში 54.0kJ-1წთ(ეს შედეგი აღემატება 1წთ განმავლობაში 8-კმ სთ-ში  სიჩქარით სირბილით დახარჯულ ენერგიას). ქალების შედეგი კი იყო ევროპული ცეკვების პროგრამით 34.7kJ-1წთ; ლათინო ამერიკულ ცეკვებში 36.1kJ- 1წთ.ჩატარებულ ექსპერიმენტით დაფიქსირდა მამაკაცთა და ქალთა მოცეკვავე სპორტსმენთა შორის ენერგიის ხარჯვის მნიშვნელოვანი განსხვავებები.საერთოდ, მამაკაცებს უფრო მეტი ენერგიის ხარჯი აქვთ,ვიდრე თავიანთ ქალ კოლეგებს. ეს აშკარაა ორ სქეს შორის ანთროპომეტრული(სხეულის,ორგანიზმის და ფიზიკური აღნაგობის) განსხვავებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობების გამო.
სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში შეჯიბრებები ძირითადად იყოფა პროფესიონალურ   და სამოყვარულო კატეგორიებად,რომელიც რეგულირდება მსოფლიოში თითოეული ქვეყნის ორგანიზატორის მიერ საკუთარი გზით ან სხვადასხვა  მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.შეჯიბრზე ორგანიზატორების მიერ უნდა იყოს დაცული მოედნის გაფორმების და  ზომის  სწორი პარამეტრები,სადაც სტატისტიკით ყოველწლიურად დაახლოებით 30 -ზე მეტი ქვეყანა რეგულარულად ეჯიბრება ერთმანეთს,მათ შორის ყველაზე მაშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებები იმართება  დიდ ბრიტანეთში,ინგლისში.(Uk Open,Blackpool Dance Festival,International Championships).


შეჯიბრებაზე მონაწილე მოცეკვაკვეები იცავენ სხვადასხვა ცეკვის ორგანიზაციის და ასევე თვით შეჯიბრებბის კერძოდ დადგენილ წესებს,რომელიც ითვალისწინებს მოცეკვავეების ასაკობრივი კატეგორიებს,მომზადების დონის  კლასიფიცირებს,მუსიკალური გაფორმებს,ცეკვის ფიგურების შესრულებს და ცეკვის სამოსის ჩაცმულობის წესის დაცვას.

მოცეკვავეების რაოდენობის მიუხედავათ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს ფინალურ ტურამდე,სანამ გამოთვლის მიხედვით დგება ფინალი,რომელშიც როგორც წესი  1-დან 6-მდე  ან 8-მდე მოცეკვავე წყვილი უნდა იღებდეს მონაწილეობას,სადაც უკვე გამოვლინდება გამარჯვებული ნუმერაციის მიხედვით და საუკეთესო მოიპოვებს 1-საპრიზო ადგილს.
       
შეჯიბრებას მოცეკვავეებს შორის აფასებს მსაჯთა კოლეგია დადგენილი წესებით და შემდეგი კრიტერიუმებით:

დგომი(posture); მუსიკის რითმი და დრო(rythm and timing); ტერფი და ფეხის მოქმედება( foot and leg action); მუსიკალურობა და გამოხატვა(musicality and expression); ტანის განლაგება და ფორმა(body alignment and shape); იატაკზე გადაადგილება(floorcraft); პოზა(poise); პრეზენტაცია(presentation); დგომის ჩარჩო (the hold or frame)...

შეჯიბრზე მონაწილე,მოცეკვავეების ასაკობრივი კატეგორიები აღინიშნება შემდეგი სახელწოდებით:

 ბავშვები 4-7წ.(Baby); პატარები 8-11წ.(Juvenile); მოზარდები 12-15წ.(Junior); ახალგაზრდები 16-21წ.(Youth); დიდები 21წ.+(Adults); სენიორი 35წ.+(Senior); პროფესიონალები 21წ.+(Professionals).

შეჯიბრზე მონაწილე,მოცეკვავეების საგამოცდო და საკონკურსო კლასიფიციკაცია სხვადასხვა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ორგანიზაციებში ხორციელდება ეტაპობრივი განვითარების გზით  და აღინიშნება შემდეგი სახელწოდებით: 

"E,D,C,B,A,S,M" და "Bronze,Silver,Gold,Gold Star,PreChamp,Champ,World".






#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

Sunday, April 19, 2020

ბლექპულის ცეკვის ფესტივალი (Blackpool Dance Festival)


          

                                          ბლექპულის ცეკვის ფესტივალი

                                     (Blackpool Dance Festival)


ბლექპულის ცეკვის ფესტივალი არის საერთაშორისო მნიშვნელობის მსოფლიოში პირველი და ყველაზე ცნობილი სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი, რომელიც ტარდება ინგლისში,ქალაქ ბლექპულში 1920 წლიდან.ფესტივალი ტარდება ბლექპულის უძველეს ხელოვნების და გასართობ კომპლექსში სახელწოდებით "ვინთერ გარდენს"-ი(Winter Gardens),კერძოდ მასში არსებულ ისტორიულ დარბაზში "ემპრეს ბოლრუმ"-ში(Empress Ballroom).


ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის "ვინთერ გარდენს"-ის(Winter Gardens) მუსიკალურ დირექტორ ჰარი ვუდს(Harry Wood),რომელიც იმ დროისთვის უკვე ატარებდა სხვადასხვა ცეკვის ღონისძიებებს  "ემპრეს ბოლრუმ"-ის(Empress Ballroom)დარბაზში.პირველი ბლექპულის ფესტივალი ჩატარდა 1920 წელს სადაც მხოლოდ იმ დროისთვის სამეჯლისო ცეკვების 3 ცეკვაში გაიმართა შეჯიბრება,თანმიმდევრობის(Sequence)ცეკვის სტილის პროგრამით და ეს ცეკვები იყო ნელი ვალსი(Waltz),ორი ნაბიჯი(Two Step),ფოქსტროტი(Foxtrot). შეჯიბრი გაიმართა ცალცალკე ცეკვაში და გამოვლინდა გამარჯვებული წყვილები,ეს ტრადიცია და ფორმატი დღემდე შემორჩა ფესტივალს.

1929 წლის ივნისში დაიწყო ბლექპულის ცეკვის ფესტივალის აღორძინება,როდესაც ღონისძიების პროგრამით უკვე შედიოდა პროფესიონალური და სამოყვარულო ჩემპიონატები, ვეტერანთა ვალსის შეჯიბრი, პლიუს ორიგინალური თანმიმდევრობის ცეკვა. ფესტივალის მთავარი მსაჯი და  თავმჯდომარე გახლდათ  ფილიპ რიჩარდსონი( Phillip J. S. Richardson) რომელიც იყო შეუცვლელი 1960 წლამდე.იგი ასევე იყო ფესტივალის ორგანიზატორი და მსაჯთა კოლეგიის საბჭოს დავმჯდომარე რომელიც ჩამოყალიბდა 1930 წელს.ამ ხნის განმავლობაში ბლექპულის ცეკვის ფესტივალმა ხელი შეუწყო სამეჯლისო ცეკვების განვითარებას და სახელი გაითქვა მთელს ინგლისში და საზღვრებს გარეთ.

1931 წელს ფესტივალზე მონაწილე მოცეკვავეების რაოდენობამ იმატა და ჩატარდა უკვე გრანდიოზული სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი ,ამ შეჯიბრში გამარჯვებულებმა მოცეკვავე წყვილებმა მოიპოვეს უფლება შემდეგ ბლექპულის ფესტივალის შეჯიბრზე გამოეტოვებინათ შესარჩევი ეტაპი  და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა ფესტივალს.მოგვიანებით 1937 წელს ბლექპულში შემოტანალი იქნა მოცეკვავე წყვილების შეფასების ახალი სისტემა სახელწოდებით სკეიტინგ სისტემა(Skating System),რამაც გაამარტივა მრავალრიცხოვანი შეჯიბრი მოცეკვავეებს შორის და გახადა უფრო ობიექტური,ეს სისტემა დღესაც გამოიყენება ბლეკპულში და მთელს მსოფლიოში სამსაჯოთ.

1950 წლიდან ბლექპულის ცეკვის ფესტივალი აგრძელებდა მონაწილეების ზრდას და მატებას საერთაშორისო მაშტაბით.იმ დროისთვის შეჯიბრებებში უკვე შედიოდა:ინგლისის ჩრდილოეთით სამოყვარულო და პროფესიონალური ჩემპიონატები(North of England Amateur and Professional Championships);ბრიტანეთის სამოყვარულო და პროფესიონალური სამეჯლისო ჩემპიონატები(the British Amateur and Professional Ballroom Championships);პროფესიონალური საგამოფენო ცეკვის კონკურსი(Professional Exhibition Dancing Competition) და ანსამბლური ფორმაციის შეჯიბრი(Ballroom Formation Dancing Competition).
ლათინო-ამერიკული ცეკვების შემოღებამ უდიდესი გავლენა მოახდინა სამეჯლისო ცეკვების სამყაროზე და უკვე 1961 წელს ბლექპულის ცეკვის ფესტივალის ისტორიაში გაიმართა პირველი  შეჯიბრი ლათინო ამერიკულ ცეკვების პროგრამით.მოგვიანებით 1968 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრი ქვეყნებს შორის სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბრიტანეთის და გერმანიის ნაკრები გუნდები შემდგომ წლებში დაემატა შეჯიბრებას სხვა ქვეყნის გუნდებიც.ამ ფორმატის სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი ფესტივალზე ტრადიციულად  დღემდე გრძელდება.
ბლექპულის ცეკვის ფესტივალი ტარდება სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა პროგრამის კატეგორიებში,კერძოდ ევროპული ცეკვების და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით შემდეგ კატეგორიებში : 21 წლამდე ასაკი(Under21),სენიორები(Senior),ამომავალი ვარსკვლავი  მოყვარულები(Amateur Rising Star ),ამომავალი ვარსკვლავი პროფესიონალები(Professional Rising Star), მოყვარულები(Amateur),პროფესიონალები( Professional)და გუნდური შეჯიბრი ქვეყნებს შორის(Team match).
ბლექპულის ცეკვის ფესტივალი ასევე არის ყველაზე დიდი სამეჯლისო ცეკვების კონკურსი ისტორიაში რომლის შედეგიც დაფიქსირდა 2013 წელს,სადაც 2953 წყვილმა მიიღო მონაწილეობა 60 ქვეყნიდან.

ბლექპულის ცეკვის ფესტივალი პატარებში იმართება მთავარ შეჯიბრზე ერთი თვით ადრე,ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით უმცროს ასაკში(Junior) და თანმიმდევრობის ცეკვის სტილით დიდებში(sequence).
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორები სხვადასხვა წლებში გახლავთ;
ბანი ჰეივარდი(Bunny Hayward),ფილიპ რიჩარდსონი(P.J.S Richardson),იდა ილეტი(Ida Ilett),ბილ ფრენცისი (Bill Francis), ჯილიან მაკენზი(Gillian MacKenzie),სანდრა ვილსონი(Sandra Wilson).

ფესტივალის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული მოცეკვავე წყვილები პროფესიონალებს შორის გახლავთ;
ევროპული ცეკვების პროგრამით:
რიჩარდ და ჟანეტ გლივი ,ინგლისი (Richard Gleave & Janet Gleave ,England)1973-1978,1980,1981.


არუნას ბიზოკასი და კატუშა დემიდოვა,აშშ (Arunas Bizokas & Katusha Demidova,USA) 2010-2016,2018.


მარკუს და კარენ ჰილტონი(Marcus & Karen Hilton,England)1990,1992,1994-1998.





ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით:


ბრაიან ვატსონი და კარმენი(Brayan Watson & Carmen,Germany)2000,2001-2007.






მიხაილ მალიტოვსკი და ჯოანა ლეუნისი,პოლონეთი(Michael Malitowski & Joanna Leunis ,Poland) 2008-2015


დონი ბიორნსი და გეინორ ფეირვეზერი (Donnie Burns & Gaynor Fearweather,Scotland)1984-1988,1990.




ფესტივალის ისტორიაში პირველი გამარჯვებული მოცეკვავე წყვილები პროფესიონალებს შორის გახლავთ:
ევროპული ცეკვების პროგრამით:
1931 მაქსველ სტიუვარდი და პატ სიკისი,ინგლისი(Maxwell Stewart & Pat Sykes ,England)
ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამით:
1962 ვალტერ და მარიან კაისერი ,შვეიცარია(Walter Kaiser & Marianne Kaiser Switzerland).


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/

#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი


Tuesday, April 14, 2020

ვოლტერ ლეირდი (Walter Laird)


Walter William Laird


ვოლტერ უილიამ ლეირდი 
(1920 – 2002)
ვოლტერ  ლეირდი იყო ინგლისელი პროფესიონალი მოცეკვავე,მწვრთნელი და ავტორი,რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ლათინო-ამერიკული ცეკვების განვითარებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში.
ვოლტერ ლეირდმა სამეჯლისო ცეკვა დაიწყო 1930-იან წლებში და მოგვიანებით 1950 წლებში იგი გახლდათ ერთ-ერთი პირველი,რომელმაც სამეჯლისო ცეკვებში შემოიტანა წარმატებით ლათინური ცეკვები სადაც მან სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პროფესიონალთა შორის თავის მეწყვილესთან ლორენ რეინოლდსთან ერთად.
ვოლტერ ლეირდი იყო ცეკვის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და გამომცდელი,რომელმაც შეიმუშავა ლათინო-ამერიკული ცეკვების უნიკალური  ტექნიკა და შემოიტანა თანამედროვე სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო მის მიერ გამოცემული წიგნი სამეჯლისო ცეკვებზე რომლის სახელწოდებით "ლათინური ცეკვის ტექნიკა(Technique of Latin dancing)"რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1961 წელს; შემდგომი ბეჭდვა იყო 1964, 1972, 1977, 1983, 1988 და 2003 წლებში.
თავდაპირველად, ლეირდმა თავის წიგნში გამოიყენა ტრადიციული ფორმატი ფიგურების აღწერისთვის, მაგრამ 1972 წელს  წიგნში მან გამოაქვეყნა ლათინური ცეკვების ფართომაშტაბიანი ანალიზის შედეგები და მათი გაგების გასაადვილებლად მან დაიწყო ფიგურების მახასიათებლების ცხრილების გამოყენება. 
ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა საცეკვაო სამყაროზე და მას შემდეგ იგი გახდა ერთ-ერთი საფუძველი , რომელსაც ბევრი ცეკვის მასწავლებლის და ორგანიზაციის მიერ იქნა მიღებული და აღიარებული როგორც საერთაშორისო სამეჯლისო სპორტული ცეკვების სახელმძღვანელო.


ვოლტერ ლეირდი მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი იყო მათ შორის:
დონი ბიორნსი(Donnie Burns),გეინორ ფეირვეზერი(Gaynor Fairweather),ესპენ სალბერგი(Espen Salberg),იუკა ჰაპალაინენი(Jukka Haapalainen),სირპა სუტარი(Sirpa Suutari),ალან თორნსბერგი(Allan Tornsberg),ვიბეკა ტოფტი(Wiebeck Toft)და სხვა მრავალი წარმატებული მოცეკვავეების.


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/

#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

ალექს მური(Alex Moore)


Alexander Reuben Percy Moore



ალექსანდერ რუბენ პირსი მური


(1901-1991)

ალექს მური იყო  სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე,მასწავლებელი და ავტორი ინგლისიდან,ქალაქ სტურბრიჯიდან.იგი იყო თანამედროვე სამეჯლისო ცეკვის პიონერი,მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი,საერთაშორისო რეპუტაციის ცეკვის მასწავლებელი და მრავალი სამეჯლისო ცეკვის  წიგნის ავტორი.



ალექს მურმა ცეკვა დაიწყო 6 წლის ასაკში 1907 წელს და 1920-იანი წლებიდან  იგი უკვე წარმატებული მოცეკვავე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან მოიგო მრავალი საცეკვაო ჩემპიონატი თავის  მეუღლესთან, პატ კილპატრიკთან ერთად,მან ამჯობინა მისი ცეკვის ნიჭის და ცოდნის დემონსტრირება მოეხდინა თეორილად და სამეჯლისო ცეკვის ფართოდ გავრცელების მიზნით,მან დაიწყო სამეჯლისო ცეკვის ტექნიკაზე  წერა,სწავლება.



1932 წლიდან ალექს მურმა დაიწყო   ჯურნალ-გაზეთების,ვიდეო ფირების და წიგნების გამოცემა სამეჯლისო ცეკვის შესახ,რომელიც გავრცელდა 40-ზე მეტ ქვეყანაში და რომელშიც ასახული იყო ცეკვის შესრულების ტექნიკური საკითხები,სახელმძღვანელო ინსტრუქცია და ტექნიკური გამოცდების ჩატარების წესები,ასევე ახალი ტენდენციები ცეკვის მოდის  შესახებ და საერთაშორისო ჩემპიონატების კრიტიკული მიმოხილვა.


ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო  მოცეკვავეებს  და ცეკვის ინსტრუქტორ მასწავლებლებს სიახლეების გაცნობაში და განვითარებაში.მისი წიგნები სამეჯლისო ცეკვის შესახებ  გამოიცა თითქმის ამავე დროს როგორც ასევე ცნობილი ავტორის და იმ დროისთვის მოცეკვავე მუსიკოსის ვიქტორ სილვესტერის წიგნები და  დიდ წარმატებას მიაღწია.


იგი ასევე იკავებდა ISTD- ს (Imperial Society of Teachers of Dancing) თავმჯდომარის და მოგვიანებით პრეზიდენტის პოსტს და იყო სამეურვეო ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (დღეს ცნობილი როგორც WDC) საპატიო პრეზიდენტი და მან დიდი საფუძველი ჩაუყარა სამეჯლისო ცეკვების სპორტად გარდაქმნას. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ICBD / ICAD-ის (დღეს ცნობილი როგორც WDC/WDSF) სამეჯლისო ცეკვის ორგანიზაციების შექმნას.
1964–1979 წლებში ალექს მური იყო სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო საბჭოს ICBD-ის დღევანდელი მსოფლიო ცეკვის საბჭოს (WDC)-ს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. ალექს მურის წიგნები განიხილება და მოიხსენიება, როგორც საერთაშორისო თანამედროვე სამეჯლისო ცეკვის "ბიბლია"..



https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/

#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

ვიქტორ სილვესტერი (Victor Silvester)



Victor Marlborough Silvester

ვიქტორ სილვესტერი 

(25 თებერვალი 1900 – 14 აგვისტო 1978)
ვიქტორ სილვესტერი იყო ინგლისელი მოცეკვავე, ავტორი, მუსიკოსი და საორკესტრო ბენდის ხელმძხღვანელი.იგი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამეჯლისო ცეკვების  განვითარებაში XX საუკუნის პირველი ნახევრში.
ვიქტორ სილვესტერი იყო ერთ-ერთი პირველი  ინგლისელი მოცეკვავე,რომელმაც ცეკვა ნელ ვალსში შეასრულა და იცეკვა ნატურალური (მარჯვენა) ბრუნი(Natural turn),სწორედაც იგი გახლავთ ამ ცეკვის ფიგურის ინოვატორი რომლის შერსრულებამ მას გამარჯვება მოაპოვებინა  მის მეწყვილესთან  ფილის კლარკთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის პირველ  შეიჯბრებაზე სამეჯლისო ცეკვებში  ინგლისში 1922 წელს.

ვიქტორ სილვესტერი  იყო ასევე ცეკვის მასწავლებელი რომელმაც გახსნა ერთ-ერთი პირველი სამეჯლისო ცეკვის აკადემია ლონდონში,ასევე იგი იყო ცეკვის მასწავლებელთა საიმპერატორო საზოგადოების  კომიტეტის დამფუძნებელი წევრი,ხოლო მოგვიანებით გახდა მისი პრეზიდენტი(Imperial Society of Teachers of Dancing).მან დიდი წვლილი შეიტანა სამეჯლისო ცეკვებში მრავალი ცეკვის ფიგურის და ცეკვის შექმნაში.

მან გამოსცა  ერთერთი პირველი წიგნი
სამეჯლისო ცეკვებზე სახელწოდებით თანამედროვე სამეჯლისო ცეკვა (Modern Ballroom Dancing) რომელიც დღეს ცნობილია როგორც საერთაშორისო თანამედროვე სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეს იყო თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების წიგნი რომელიც გამოიცა  1927 წელს და გახდა ბესტსელერი.


ვიქტორ სილვესტერმა 1935 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ხუთკაციანი ბენდი , მოგვიანებით გააფართოვა და  შექმნა ორკესტრი სახელწოდებით „Victor Silvester and his Ballroom Orchestra“. მან დიდი გავლენა მოახდინა სამეჯლისო ცეკვებში მუსიკაზე, მისი მეშვეობით და მის მიერ შექმნილი ცეკვის მუსიკებით სამეჯლისო ცეკვებში მოხდა მრავალი ცეკვის ტემპის განსაზვრა და სტანდარტიზირება რომლის წესებიც დადგენილი იქნა შემდგომ  ცეკვის მასწავლებელთა  საიმპერატორო საზოგადოების  მიერ(Imperial Society of Teachers of Dancing).
ვიქტორ სილვესტერის და მისი ბენდის გავლენით მოგვიანეით როცა სამეჯლისო ცეკევბს დაემატა ლათინო ამერიკული ცეკვები ჩამოყალიბდა სხვა მრავალი ბენდი და შეიქმნა მრავალი ცეკვის მუსიკა სამეჯლისო ცეკვებისთვის.ვიქტორ სილვესტერს ასევე ჰქონდა საკუთარი  სატელევიზიო შოუ ცნობილ სატელევიზიო არხზე ბი-ბი-სი-ზე(BBC) 1950-იანი წლებში სახელწოდებით ბი-ბი-სი-ს ცეკვის კლუბი(BBC Dancing Club)

ვიქტორ სილვესტერ  იყო ცეკვის მასწავლებელთა საიმპერატორო საზოგადოების პრეზიდენტი(Imperial Society of Teachers of Dancing).

https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/

#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი

Sunday, April 12, 2020

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ისტორია


სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ისტორია


სამეჯლისო ცეკვები წარმოიშვა ევროპაში შუა საუკუნეებში,რომელსაც ძირითადად ცეკვავდნენ სამეფო და სხვადასხვა წვეულებების სამეჯლისო დარბაზებში.
ევროპის ისტორიის მრავალმა ეპოქამ ეს ცეკვები ძალიან შეცვალა და ევროპული კულტურული განვითარების განმავლობაში, სხვადასხვა ეთნიკურმა წყარომ,ისევე როგორც პროფესიულმა ცეკვამ,რომელთაგან ზოგი ხალხური წარმოშობისაა დიდი გავლენა მოახდინა მასზე.

XX საუკუნის 1920-იან წლებში ინგლისში ცეკვის მასწავლებელთა საიმპერატორო საზოგადოების ქვეშ (Imperial Society of Teachers of Dancing)შეიქმნა სამეჯლისო ცეკვების სპეციალური საბჭო,სადაც ინგლისელმა ცეკვის მასწავლებლებმა სტანდარტიზირება მოახდინეს იმ დროისთვის ცნობილი ყველა ცეკვის ფიგურების და წესების,რის შედეგადაც წარმოიქმნა მრავალი ახალი ცეკვა,რამაც ხელი შეუწყო სამეჯლისო ცეკვების განვითარებას და დაიწყო მრავალი შეჯიბრებების ჩატარება.

ერთ-ერთი ყველაზე პირველი და პრესტიჟული შეჯიბრი სამეჯლისო ცეკვებში არის ბლექპულის ცეკვის ფესტივალი (Blackpool Dance Festival),რომელიც ტარდება ინგლისში,ქალაქ ბლექპულში 1920წ-დან.

თავდაპირველად სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში შედიოდა მხოლოდ ევროპული ცეკვები და უკვე შემდგომ,აფრიკული და ლათინო ამერიკული მუსიკის და ცეკვის კულტურამ განაპირობა ის,რომ 1930-იან და 1950-იან წლებში სტანდარტული სამეჯლისო ცეკვების რიცხვი გაიზარდა და დაემატა ლათინო-ამერიკული ცეკვები.

ამ ყველაფერმა განაპირობა  სამეჯლისო ცეკვების 
პოპულარობა მთელს მსოფლიოში,რის საფუძველზეც XX საუკუნის ნახევარში შეიქმნა არა ერთი ცეკვის ორგანიზაცია და სამეჯლისო ცეკვები  ნელნელა განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც  სპორტულ ცეკვებად,რის შედეგადაც გაჩნდა 10 საკონკურსო ცეკვა,რომელიც დაიყო სხვადასხვა კატეგორიების პროგრამით,ევროპული ცეკვები(Ballroom ან Standard)და ლათინო ამერიკული ცეკვები(Latin).



დღესდღეობით,შეჯიბრებები ასევე ტარდება სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის პროგრამით: 

ევროპული ცეკვები(Standard);ლათინო-ამერიკული ცეკვები(Latin);ათი ცეკვა(10dance);ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების შოუ(Showdance);ევროპული და ლათინო ამერიკული ცეკვების ანსამბლი(Formation).
  • ევროპული ცეკვების პროგრამა: სტანდარტი(Standard)
ნელი ვალსი(Waltz:28-29bpm,3/4time).
ტანგო(Tango:30-32bpm,2/4time).
ვენური ვალსი(Viennese Waltz:58-60bpm,3/4time).
ფოქსტროტი(Foxtrot:28-30bpm,4/4time).
ქვიქსტეპი(Quickstep:50-52bpm,4/4time).

  •  ლათინო ამერიკული ცეკვების პროგრამა: ლათინი(Latin)
ჩა-ჩა-ჩა(Cha-cha-cha:30-32bpm,4/4time).
სამბა(Samba:48 -50bpm,2/4time).
რუმბა(Rumba:24 -26bpm,4/4time).
პასა დობლი(Paso Doble:58 -60bpm,2/4time).
ჯაივი(Jive:42 -44bpm,4/4time).

                                     


https://www.facebook.com/Dance-studio-LATIN-HALL-560341934053091/


#ზურაკიკაბიძე #ხათუნაოქიტაშვილი #სტუდია #ლათინჰოლი